მოლარე - კონსულტანტი ვაკე
სამუშაო განაკვეთი: სრული

შპს "ოლივანდერ გრუპი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.

ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ შენ:

  •  გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
  • ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
  • შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
  • სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;

მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!

სამუშაოს აღწერა:

  • მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
  • პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
  •  გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
  •  სალარო ოპერაციების განხორციელება;
  • ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი – 950 ლარი პლუს ბონუსი

ვაკანტური ადგილები :

  • მანგა მანია (აქსის თაუერსი)

განაკვეთი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00 - 16:00 სთ ან 16:00- 22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)

სხვა ბენეფიტები:

  •  30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
  •  ფიტპასი

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!